Ჩატვირთვა
მეგა გლდანი

თქვენი ახალი თბილი სახლი

მეგა გლდანი არქიტექტურულად დაკავშირებული ხუთი საცხოვრებელი კორპუსისგან შემდგარი თანამედროვე ურბანული საცხოვრებელი კომპლექსია.

იხილეთ პროექტი
Საუკეთესო ხარისხი

ხარისხი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია!

ჩვენ გვაქვს ხარისხის მოდელი, რომელიც სამი მთავარი კომპონენტისგან შედგება: პროექტული გადაწყვეტილებები, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და მშენებლობის პროცესის ხარისხი.

შეარჩიეთ თქვენი ბინა
დიზაინი

თანამედროვე სახლი

იცხოვრე შენს თანამედროვე სახლში

შეარჩიეთ თქვენი ბინა
  • 10 თვის წინ

    მეგა გლდანი

    მეგა გლდანი არქიტექტურულად დაკავშირებული ხუთი საცხოვრებელი კორპუსისგან შემდგარი თანამედროვე ურბანული საცხოვრებელი კომპლექსია. მეგა გლდანის მაღლივი კორპუსის მშენებლობა 2019 წლის ზაფხულში დასრულდა და დაიწყო პირველი (A) ბლოკის მშენებლობა. მორიგი სამი კორპუსის მშენებლობა ეტაპობრივად დაიწყება. ოთხივე კორპუსი 11 სართულიანია. პირველი (A) ბლოკის მშენებლობა 2020 წლის დეკემბერში დასრულდება. საცხოვრებელი კომპლექსი გამოირჩევა ლაკონური დიზაინით და თანამედროვე სტილის ბინებით. ყველა ბინას აქვს აივანი. მეგა გლდანი პატარა ბინების ფართო არჩევანს გთავაზობთ. აქ შეგიძლიათ შეარჩიოთ ერთ, ორ და სამ საძინებლიანი სტუდიოს ტიპის ბინები, 40 მ2-დან, ასევე დუპლექსის ტიპის ბინები ულამაზესი პატარა ეზოებით. საცხოვრებელი კომპლექსი უზრუნველყოფილია მიწისქვეშა ავტოფარეხით, შიდა ეზოთი და მოედნებით, რეკრეაციული და საბავშვო ზონებით, მშვიდი საცხოვრებელი გარემოთი და, ამავდროულად, გარშემორტყმულია ქალაქის განვითარებული ინფრასტრუქტურით. მეგა გლდანი თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე სუფთა და წყნარ უბანში, მეტრო “ახმეტელის თეატრიდან” და გლდანის საქმიანი და კომერციული ცენტრიდან 500 მეტრში, ქერჩის ქუჩა, 6დ ნომერში შენდება. ასეთი მოხერხებული ადგილმდებარეობა ბინადრებისთვის დამატებით უპირატესობებს აჩენს სატრანსპორტო, კომერციული, საყოფაცხოვრებო მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვის, საფინანსო, საბავშვო, საგანმანათლებლო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან წვდომის თვალსაზრისით. გამორჩეულია სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა: მეტროს, ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების საშუალებით ქალაქის ნებისმიერ უბანში მარტივად მოხვდებით. * * * მეგა გლდანი მშენებლობის მაღალი ხარისხით და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. მშენებლობისას გამოყენებული ინოვაციური ტექნოლოგიები მეგა გლდანის საცხოვრებელ კომპლექსს ენერგოეფექტურს ხდის. ბინები სრულიად ახალი, თბილი კარკასის პირობით ბარდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებს. შენობა უზრუნველყოფილია დამატებითი სახანძრო კიბის უჯრედით, რომელიც ყველა სართულზე აღჭურვილია კვამლის შემაკავებელი კარით. ლიფტები უზრუნველყოფილია ხანძარ საწინააღმდეგო სისტემით. შენობა მკაცრად აკმაყოფილებს სახანძრო უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას. შენობა ასევე უზრუნველყოფილია: • კეთილმოწყობილი სადარბაზოებით; • სამგზავრო ლიფტით; • სატვირთო ლიფტით; • ყველა საინჟინრო კომუნიკაცია: წყლის და საკანალიზაციო სისტემები, ელექტრო და გაზის გაყვანილობა, გათბობის სისტემა, აკმაყოფილებს მაღალ სტანდარტებს. ძირითადი ყურადღება ექცევა მასალების მწარმოებელს და ხარისხს.

    2,000 M2

    საერთო ფართი

    30%

    სისრულის პროგრესი
  • 8 თვის წინ

    მეგა დიდუბე

    მეგა დიდუბე არქიტექტურულად დაკავშირებული ოთხი საცხოვრებელი კორპუსისგან შემდგარი თანამედროვე ურბანული საცხოვრებელი კომპლექსია. ამჟამად დაწყებულია ორი კორპუსის - პირველი და მეორე ბლოკების მშენებლობა. საცხოვრებელი კომპლექსი მეგა დიდუბე მდებარეობს თბილისში, მეტრო დიდუბესთან ახლოს, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სანაპირო 91. შესასვლელი აქვს როგორც სანაპიროს, ასევე ალიო მირცხულავას ქუჩის მხრიდან. მეგა დიდუბე გამორჩეულია თავისი ადგილმდებარეობით - ადვილად ხელმისაწვდომი და ამავდროულად მშვიდი საცხოვრებელი გარემო, რომელიც გარშემორტყმულია ქალაქის განვითარებული ინფრასტრუქტურით. ბინებიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედები მტკვარზე და მტკვრის სანაპიროზე. საცხოვრებელი კომპლექსი უზრუნველყოფილია ორ-დონიანი მიწისქვეშა ავტოფარეხით, შიდა ეზოთი, რეკრეაციული ზონით და საბავშვო ინფრასტრუქტურით. კომპლექსის ტერიტორია დაცულია შლაგბაუმებით. ბინები ლაკონური დიზაინით და თანამედროვე სტილით გამოირჩევა. აქ შეგიძლიათ შეარჩიოთ 47,7 მ2-დან ფართობის სტუდიოს ტიპის ბინები. ყველა ბინას აქვს აივანი. მეგა დიდუბე მშენებლობის მაღალი ხარისხით და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. მშენებლობისას გამოყენებული ინოვაციური ტექნოლოგიები საცხოვრებელ კომპლექსს ენერგოეფექტურს ხდის. ბინები მეგა კონსტრაქშენის უნიკალური შეთავაზებით, თბილი კარკასის პირობით ბარდება. ყველა ბინას საჩუქრად მოყვება გათბობის სისტემა და დამონტაჟებული გათბობის ქვაბი სათავსოთი.

    3,000 M2

    საერთო ფართი

    40%

    სისრულის პროგრესი